ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამხედრო პიკაპი და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები