ქობულეთში, ავტოავარიისას დაშავებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ქობულეთში, ავტოავარიისას დაშავებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში რჩებიან. ერთი კი ოპერაციას ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს მე-12 კლასის მოსწავლე მართავდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.