დევნილი ქართველი პოეტების ლექსების კრებული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი პოეტების ლექსების კრებული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და დაახლოებით ათი ათასამდე საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა.
“წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, წარდგენილ იქნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით და დაფინანსებით,ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ავტორთა ლექსების კრებული “ალილუია”. დიდ მადლობას ვუხდით წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტს, გვანცა ჯობავას და აღმსრულებელ დირექტორს, თიკო ბერიაშვილს.აქვე დიდ მადლობას ვუხდით, საქ.წიგნის დირექტორის მოადგილეს, ლია მეტრეველს, გაწეული დახმარებისა და ყურადღებისთვის“ ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.