ბოლნისში, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს დასახელებული პრობლემები ოპერატიულად გვარდება

ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროების მიხედვით, სოფელ ნახიდურის, ხიდისყურისა, რაჭისუბნის, მწყნეთისა და ქალაქ ბოლნისის მონაკვეთებზე ცენტრალური საავტომობილო გზა შეკეთდა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნახიდური-ხიდისყური-მყნეთის მონაკვეთზე ასფალტის ფენის გადაგების სამუშაოები განახორციელა. ხიდისყური-რაჭისუბნისა და ქალაქ ბოლნისის მიმართულები კი დაზიანებული გზის შეკეთება მოხდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 2 კილომეტრის მანძილზე მოწესრიგდა.

სამუშაოების ფარგლებში, ცენტრალურ გზაზე ასევე განთავსდა საგზაო ნიშნები და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები