ქარელში რადიოლოგიური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი – კომპიუტერული ტომოგრაფია ამოქმედდა

გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ გამოკვლევა) ამოქმედდა.

კომპიუტერული ტომოგრაფია რადიოლოგიური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3-D გამოსახულების მიღება რენტგენის სხივების გამოყენებით.

“კომპიუტერული ტომოგრაფია უამრავი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოსავლენად და სამეთვალყურეოდ გამოიყენება. მოგეხსენებათ, კტ გამოკვლევა წარმოადგენს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს. ქარელში აქამდე არასდროს ყოფილა კომპიუტერული ტომოგრაფია და შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დამონტაჟდა აღნიშნული მაღალტექნოლოგიური აპარატურა. უკვე დავიწყეთ ამ სერვისის მიწოდება და დაახლოებით 50-მდე პაციენტმა ისარგებლა, როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური მომსახურებით. გადამზადდნენ ჩვენი კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის თანამშრომლები და წარმატებით მუშაობენ ახალდანერგილ მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე,“-ნათქვამია “გორმედის” ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები