2020 წელს აჭარის 30 სოფლის გაზიფიცირება მოხდება

2020 წლისთვის აჭარის 30 სოფლის გაზიფიცირება მოხდება- ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ 2020 წლის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა. რიჟვაძემ აღნიშნა ისიც, რომ გოდერძის უღელტეხილზე იქნება ბუნებრივი აირი. ხოლო 2021 წლისთვის აჭარა მთლიანად იქნება გაზიფიცირებული. ასევე, 100 მილიონზე მეტი დაიხარჯება წყლისა და წყალარინების მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარემ ხულო-ზარზმის პროექტსა და ე.წ ,,ოცნების ქალაქში“ დაგეგმილ საცხოვრებლების მშენებლობაზეც გაამახილა ყურადღება, ბოლო უკანასკნელისთვის 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
,,2020 წლის აჭარის ბიუჯეტი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განკუთვნილი. რაც ყველა იმ ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს, რაც მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაა საჭირო. მომავალი წლის ბიუჯეტს 10 %-ით გავზრდით“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები