ქვეშასა და კიანეთში სასმელი წყლის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, სოფელ ქვეშისა და კიანეთის მცხოვრებლების მოთხოვნით, სასმელი წყლის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ქვეშისა და კიანეთის მცხოვრებლებმა, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ერთ-ერთ საკითხად სასმელი წყლის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დაასახელა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა. სპეციალურმა ჯგუფებმა ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყეს და დღის ბოლოს კიანეთისა და ქვეშის მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები