გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

გორში, სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

1 018 493 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს ,,სამშენებლო ტრესტი N3″ – მა სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 7 თვეში უნდა დასრულოს.

,,სატენდერო პირობების მიხედვით, შენობა ორ სართულიანი იქნება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლამდელ დაწესეულების ფართი, რომელიც 90 აღსაზრდელზეა გათვლილი, 488 კვადრატული მეტრი იქნება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს აღარ მოუწევთ ქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები