სოფელ დოესის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სოფელ დოესში, 200 აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი საბავშო ბაღი გაიხსნა.
შენობაში შეიცვალა სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის სისტემა, კარ-ფანჯრები, მოეწყო ცენტრალური გათბობა, გაილესა და შეიღება შიდა და გარე ფასადი.
“მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისათვის სათანადო პირობების შექმნა. საბავშო ბაღის გახსნას შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბავშო ბაღში ამჟამად 100 პატარაა და მომავალში კონტიგენტის გაზრდას ელოდებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მეწარმე „კახა დათაშვილმა“ განახორციელა, რომლის ღირებულება 333 278 ლარია და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა,”- ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.