ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა – საზარელი ავარიის ახალი დეტალები

ახალციხე- ადიგენის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, საზარელი ავარიის დროს დაღუპულები და-ძმა არიან.

“ძალიან სწრაფად მოდიოდა, გასწრებას ცდილობდა. საშინელი ავარიაა, ბავშვები არიან გარდაცვლილი. ალბათ, ვერ დაიმორჩილა საჭე და ამ მოძრავ ტრაილერს შეუვარდა ბორბლებში”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი “რეგიონულ კვირასთან”.

“რეგიონული კვირას” ინფორმაციით,  დაშავებული ნ.გ გარდაცვლილების დედაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები