“შემოუარე გორს” – გორში ველომოყვარულებს შორის შეჯიბრი მოეწყო
“შემოუარე გორს” – ამ სახელწოდებით გორში ველომოყვარულებს შორის შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიება, რომლის ლოზუნგიც “დროა გორშიც შევაჩეროთ ჰაერის დაბინძურება ტრანსპორტით” იყო, გორის ციხის ფერდობებზე მოეწყო.
“20-მდე მონაწილეს შორის სამს, მათ ვინც კილომეტრიანი დისტანცია პირველმა დაფარა, საჩუქრები გადაეცა. შეჯიბრების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღონისძიება გორის მერიის დაფინანსებითა და ველომოყვარულთა კლუბის ინიციატივით მოეწყო,” – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.