ხაშურში მცხოვრები ახალგაზრდები “AGORA Central Europe”-ის კონკურსში ჩაერთვნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია AGORA Central Europe-ის კონკურსში, ‘’ახალგაზრდული იდეების კონკურსი”, ჩაერთვნენ.
გამარჯვებული 2019 წლის ნოემბერში გამოვლინდება. საუკეთესო იდეების ავტორები ჩეხეთში გაემგზავრებიან, სადაც პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის ევროპულ გამოცდილებას გაეცნობიან.
“60 ახალგაზრდა, საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტიდან – ცაგერი, ტყიბული, ჭიათურა, სურამი და გარდაბანი – მონაწილეობს ახალგაზრდული იდეების კონკურსში, რომელიც ხელს შეუწყობს მათი მშობლიური ქალაქების განვითარებას. კონკურსის ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია AGORA Central Europe, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,“- ნათქვამია UNDP Georgia-ს განცხადებაში.