ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთელ რეგიონში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდება.
“საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატები. ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს. ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით დაბის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის 77 სოფლის 23 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.
აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი აჭარის რეგიონში რიგით მეექვსეა. ხულოს გარდა ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, ჩაქვში, შუახევში, ქედასა და ქობულეთში.
ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ისინი 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით, ასევე საბანკო მომსახურებითაც ისარგებლებენ. მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება, მიიღოს პასპორტი და პირადობის მოწმობა, განახორციელოს მიწის, უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკუთრებასთან დაკავშირებული განაცხადი, დაარეგისტრიროს ქორწინება, სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისი და სხვა. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ.
ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს – ადგილიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.
საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები