გორს დაძმობილებული ქალაქის, იუნფუს დელეგაცია ეწვია
გორის მერიამ ჩინეთის ქალაქ გუანჯოუსა და იუნფუს დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობამ გორის მერთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რაც ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების ხელშეწყობას, მეცნიერებისა და ტექნიკის, განათლების, კულტურის და თანამედროვე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, გორის საკონსერვო ქარხანა „შპს კულა“ დაათვალიერეს და გორის ქალთა კამერული გუნდის რეპეტიციას დაესწრნენ.
ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი გორში ქალაქ იუნფუში კონსტანტინე თავზარაშვილისა და იუნფუს მერის ვან შენს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.