ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით “კუკუშკის” მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება
მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის (“კუკუშკის”) მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს “ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი” აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
“საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.