“მოვუწოდებ თითოეულ მაცხოვრებელს, დაესწროს შეხვედრებს და ჩაერთოს განხილვის პროცესში”- შიდა ქართლის მოსახლოებასთან შეხვედრები გრძელდება
შიდა ქართლის მასშტაბით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, უკვე 100 – ზე მეტი სოფლის მოსახლეს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ეს შეხვედრები მნიშვნელოვნად აადვილებს პრიორიტეტების განსაზღვრას და ბიუჯეტის სწორად გადანაწილებას.
“მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღემდე 100-ზე მეტი სოფელში ვიმყოფებოდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადად მოვისმინოთ თითოეული სოფლის მაცხოვრებლის პრობლემა, მოსაზრება თუ ინიციატივა. პარლამენტის წევრები, სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ერთობლივად ვმსჯელობთ სამომავლო პროექტების შესახებ. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს პრიორიტეტების განსაზღვრას და ბიუჯეტის სწორად გადანაწილებას. გეტყვით იმასაც, რომ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე ხშირად შემჭიდროვებულ ვადებშივე ხდება მათი გადაჭრა. როგორიცაა ,თუნდაც სამედიცინო გადასინჯვების ორგანიზება, ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო წრეების დაფუძნება და ა. შ. მოვუწოდებ თითოეულ მაცხოვრებელს, აუცილებლად დაესწროს შეხვედრებს და აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში, ” – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.