მარტვილში „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვებას ულოცავენ (ვიდეო)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რობერტ კაკულიამ გაიმარჯვა.
„დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ამომრჩეველს, მეც დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ დავუდგე გვერდში თითოეულ ამომრჩეველს და სოფლის საჭირბოროტო საკითხები მივიტანო მარტვილის მუნიციპალიტეტში, რომ ერთობლივად გადავწყვიტოთ ეს საკითხები“,- განაცხადა გამარჯვებულმა კანდიდატმა რობერტ კაკულიამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები გაიმართა. აქ კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რობერტ კაკულია იყრიდა. ორივე საარჩევნო უბანი კიწიასა და მოდაში დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორივე უბანზე საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მარტვილის გარდა ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები