მარტვილის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლების 51,22% მისცა ხმა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში დასრულებულია.
საარჩევნო უბანი კიწისა და ნოღის თემში 20:00 საათზე დაიხურა, ბოლო მონაცემებით კი 51,22% დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის 22-ე საარჩევნო  კომისიის მდივნის , ზაირა ბარამიას განცხადებით საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარდა შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.
მარტვილში ჯამში  1058 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები