ადიგენის მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა 875 მიიღო
არლის N3 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზურაბ ფეიქრიშვილმა 875 ხმა მიიღო. N3 საარჩევნო უბანზე ხმა არალის და წარბასთუმნის მოსახლეობამ მისცა. 1 466 ამომრჩევლიდან კენჭისყრაზე 887 მათგანი მივიდა.
დღის განმავლობაში საჩივარი არ დაწერილა, თუმცა პროცედურული დარღვევების გამო ორჯერ, რეგისტრატორებს ახსნა–განმარტების დაწერა მოუწიათ. პირველ შემთხვევაში, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ადგილზე მოაწერინა, მეორე შემთხვევაში კი ამომრჩევლებმა ხმა ჟურნალში ხელის მოწერის გარეშე მისცეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები ყოფილი დეპუტატის ლაზარე ჩილინგარაშვილის გარდაცვალების გამო გაიმართა.