ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს

ლაგოდეხში ოთხივე საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთები. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი კომისიებმა ხმის დათვლის პროცესი დაიწყეს.
ლაგოდეხის #15-ე საარჩევნო ოლქში 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა  საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 54%-მა მიიღო.
აფენის თემის შემავალ სამ სოფელში ოთხი საარჩევნო უბანი მოქმედებდა. ოლქში მთელი დღის განმავლობაში, არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

“ქართული ოცნება”, “ევროპული საქართველო” და “მოძრაობა თავისუფალი საქართველო” – სწორედ ამ პარტიის კანდიდატებს შორის მოუხდა დღეს მოსახლეობას საკუთარი არჩევანის გაკეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები