“დღეს გაიმარჯვებს დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი”- “ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, შუალედურ არჩევნებში, “ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, ომარ შველიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც შველიძემ განაცხადა, მან ხმა დემოკრატიას და ლაგოდეხის და აფენის განვითარებას მისცა.
“ხმა მივეცი დემოკრატიას,ლაგოდეხის და აფენის განვითარებას,არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს გაიმარჯვებს დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი” -განაცხადა ომარ შველიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 10:00 საათისთვის, საარჩევნო უბანზე 332 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც 7.9 %-ს შეადგენს.
ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.