მარტვილის № 65 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 5,71 %-ია

მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.  № 65 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნინო დანელიას განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე სახის ექსცესს, ამ ეტაპზე, ადგილი არ ჰქონია.

“მარტვილში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამ დროისათვის მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა 5,71% გახლავთ. რაიმე სახის ექსცესებს ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია“ – განაცხადა დანელიამ.

მარტვილის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან“, რობერტ კაკულია მონაწილეობს. შუალედური არჩევნების გამართვა კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები