ლაგოდეხის მე -15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია
ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები აქტიურად მიმდინარეობს. მე -15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,ამ დროის მონაცემებით, 338 ამომრჩეველმა არჩევანი უკვე გააკეთა.
“მართალი ჯერ დილაა, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. 338 ამომრჩეველი უკვე მოვიდა , რაც 7,3 % – ია,”- აღნიშნა რევაზ გაიპარაშვილმა.
პირველი ამომრჩეველი, სოსო ცქიფურიშვილი უბანზე 8:00 საათზე მივიდა. მისი თქმით, არჩევნებზე მისვლა აფენის თემის მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “ქართული ოცნების ” კანდიდატმა, ომარ შველიძემ.