“ხმა მივეცით ჩვენი სოფლის მომავალს, წინსვლას და წარმატებას” – ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა 

სოფელ არალში, შუალედური არჩევნებისა და მმართველი პარტიის ერთადერთმა კანდიდატმა, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

ზურაბ ფეიქრიშვილი № 3 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, ოჯახის წევრებთან ერთად,  მივიდა.

როგორც ფეიქრიშვილმა განაცხადა, მან ხმა სოფლის მომავალს, წინსვლას და წარმატებას მისცა.

“ხედავთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მინდა ჩემს მეგობრებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ხმა მივეცით ჩვენი სოფლის მომავალს, წინსვლას, წარმატებას. ვდგავართ იმ მხარეს, რომელ მხარესაც არის სიმართლე, პატიოსნება და ამ მხარეს “ქართული ოცნება” წარმოადგენს,” განაცხადა ზურაბ ფეიქრიშვილმა.

საკრებულოების შუალედური არჩევნები  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში დაინიშნა.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები