“გამარჯვების შემთხვევაში, ვიცი პირველი რასაც გავაკეთებ “ – “ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საკუთრი არჩევანი “ქართული ოცნების“ კანდიდატმა რობერტ კაკულიამ უკვე დააფიქსირა.
“კარგად ვიცი ამ სოფლის პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში ვეცდები, რომ დავუდგე ამ ხალხს გვერდით. გვაქვს ეკლესია და არ აქვს მისასვლელი გზა, გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რასაც გავაკეთებ ეს იქნება“, – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – „ქართული ოცნებიდან“ რობერტ კაკულია მონაწილეობს. შუალედური არჩევნების გამართვა კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე ონერ კუჭავა გარდაიცვალა.
ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.