ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

როგორც ” რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა,საარჩევნო 4 უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა და ამ დრომდე არანაირ ექსცესს ადგილი არ ქონია.

“4 უბანზე ტარდება არჩევნები და დარეგისტრირებულია 4229 ამომრჩეველი “- აღნიშნა რევაზ გაიპარაშვილმა.

პირველი ამომრჩეველი, სოსო ცქიფურიშვილი უბანზე 8:00 საათზე მივიდა.

მისი თქმით, არჩევნებზე მისვლა აფენის თემის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია.

” ვალდებულად ვიგრძენი თავი, რომ არჩევნებზე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ეს ჩვენი მოვალეობაა”-განმარტა ადგილობრივმა

აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნებში, 4000 -ზე მეტ ამომრჩეველს,  არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევთ. “ქართული ოცნების” კანდიდატია ომარ შველიძე,”ევროპული საქართველოდან” -მალხაზ მელაშვილი და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კენჭს დავით ბეგლარიშვილი იყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები