ყვარელში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს და 560 ვიზიტი განხორციელდა. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე – ჯანდრი უბირია, უწყების სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის, მთავარი სპეციალისტი – ვაჟა დალაქიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შილდის ადმინისტრაციულ ერთეულში – ლევან ხუციშვილი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახისწევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომლის შესახებაც უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.