ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა(ვიდეო)
ბათუმში წვიმის შედეგად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ძლიერ წვიმასთან ერთად ქალაქში ხანმოკლე სეტყვაც იყო და ქუჩებში გადაადგილება ფერხდებოდა.
უხვი ნალექის გამო ქუჩებზე შპს “ბათუმის წყლის” ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.