პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო  სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები