საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ
საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში სოფელ კიანეთს, ჯავშანიანს, ქვეშსა და მუშევანს ესტუმრნენ.
საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.