ტყიბულში ქალაქის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა

ტყიბულქალაქობისასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. გელათის აკადემიის დარბაზში ტყიბულის საარქივო ფოტოსურათების ჩვენება და მოწვეული ისტორიკოსების მიერ ტყიბულის დაარსებასთან დაკავშირებით მოკლე ექსკურსი მოეწყო. ასევე სოფელ ორპირში, საბავშვო თეატრალური სტუდიის ღონისძიება გაიმართა. სოფელ ჯვარისაში კი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მოეწყო “ეთნოგრაფიული ოკრიბის” წარმოჩენა ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ფოლკლორი და სამზარეულო.
“შევიკრიბეთ ტყიბულის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “გურნელების მარნის” წარმომადგენლები და წარმოვადგინეთ ნობათი. ეს ძალიან კარგი და სასიხარულოა ჩვენთვის. აგრეთვე გეტყვით იმას, რომ ჩვენმა მარანმა დაიწყო ფუნქციონირება და შესაძლებლობა გვაქვს გიმასპინძლოთ,” – აღნიშნა “გურნელების მარნის პიარმენეჯერმა, ვიკა ქათამაძემ.
საზეიმო ღონისძიებებს “ბანისა ” და ქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ცხრაჯვარის” კონცერტი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები