ჭიათურის მერიაში გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტს ნოდარ ჯიქიას, ასოციაცია “ასა-ს“ ხელმძღვანელს ზაზა ხელაძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭიათურელთა კავშირის“ თავმჯდომარეს შოთა გაფრინდაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში გარემოს დაცვითი მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

გარდა ამისა, ისაუბრეს ბოლო პერიოდში ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შესახებ. დასახეს სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები