კოტე თავზარაშვილი: ჩვენ მივალთ ჩვენს თითოეულ მოსახლესთან და გავიგებთ რა აწუხებთ მათ 

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ამირან ქრისტესიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი – კოტე თავზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი – თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: შავშვებში, შავშვების დევნილთა ჩასახლებაში, ახალუბანსა და ახალსოფელში იმყოფებოდნენ და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტით მათ სოფლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაზე ისაუბრეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავიგოთ მოსახლეობის აზრი, თუ როგორ უნდა მოხდეს მათ ტერიტორიულ ერთეულზე გამოყოფილი რესურსების განკარგვა, რადგან სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, ზუსტად გავიგოთ, სად რა პრობლემა და როგორია ამ პრობლემათა სიმძიმის ხარისხი. ჩვენ მივალთ თითოეულ ჩვენს მოსახლესთან და გავიგებთ რა აწუხებთ მათ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაა შეხვედრა შეხვედრისთვის და არც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ხელისუფლება აგროვებს ზუსტ ინფორმაციას პრობლემათა შესახებ, რათა შემდგომ ვიმსჯელოთ ამ პრობლემების დროულად და ეფექტურად აღმოფხვრის შესახებ”, – განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები