ცაგერის მუნიციპალიტეტის №1 საბავშვო ბაღში ლეჩხუმური შემოდგომის ზეიმი გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღში ლეჩხუმური შემოდგომის ზეიმი გაიმართა.
ბაღის ეზო მორთული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი საშემოდგომო სურსათ- სანოვაგითა და ეთნოგრაფიული ელემენტებით. იქვე თითოეულ ეთნოკუთხესთან რაჭულად, აჭარულად და სვანურად შემოსილი პატარები სტუმრებს ეპატიჟებოდნენ და თავიანთ მოსავალს სთავაზობდნენ.
ბაღის აღსაზრდელებმა ლადო ასათიანის “ცაგერის ბაზრობის” სცენები გააცოცხლეს.
ზეიმს მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლამდელთა სამსახურის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ.