მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ხონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ბახტაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ სოფლებში, გუბში, ნახახულევში, სუხჩა-ლეფილიეში, გორდსა და კინჩხაში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, მიმდინარე და დასრულებული, პროექტები მოინახულეს.

ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილობრივებს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

გზები, ხიდ-ბოგირები, გარე-განათების წერტილები, მგზავრთა მოსაცდელები და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ეს არის ის ინფრასტრუქტურული პროექტები,რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები