სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ გაიხსნა 

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, თელავში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,ნათია თურნავამ საზეიმო ვითარებაში გახსნა.

სასტუმროში განხორციელებული ინვესტიცია 15 მლნ.ლარს მოიცავს,სადაც განთავსებულია 85 ნომერი და საზოგადოებრივი სივრცეები.

“არაჩვეულებრივი ობიექტი შეემატა კახეთს,თელავს,დასაქმდა 65 ადამიანი,ძალიან მიმზიდველი და საინტერესო სასტუმროა,რომელიც აქამდე,სატესტო რეჟიმში მუშაობის პერიოდშიც კი,50 % მეტად იყო დატვირთული და ამიერიდან კიდევ მეტად დაიტვირთება,”-აღნიშნა თურნავამ.

მინისტრმა იმ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა,რაც მიმდინარე და წინა წლებშიც განხორციელდა.

“2014 წლიდან მოყოლებული 530-ე მეტი სხვადასხვა ობიექტის გახსნა ვიზეიმეთ,მათ შორის 114 სასტუმროა,”-განაცხადა ნათია თურნავამ.

​ ბრენდი „HOLIDEY INN” მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელს, „INTERCONTINENTAL HOTEL GROUP” ეკუთვნის და თელავში,საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით ,კერძოდ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა.

“რიგით 114-ე სასტუმრო გაიხსნა,მათ შორისაა “ჰოლიდეი ინნ’’. თელავში,დაახლოებით 300 მლნ.ლარამდე ინვესტიციაა განხორციელებული, ჯამში, სასტუმროების მიმართულებით. დასაქმდება 3 000 ადამიანამდე და შეიქმნება 3500 -მდე ადგილი, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი,იმ პირობებში,როდესაც ქვეყანაში გვაქვს წლიდან წლამდე მზარდი ტურისტული ნაკადი“- აღნიშნა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა,მიხეილ ხიდურელმა.

სასტუმროს ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე. აღსანიშნავია,რომ 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით,სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 114 სასტუმროს პროექტი,რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 291.9 მლნ.ლარს. აღნიშნული პროექტების შედეგად შეიქმნება 2 910-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 3 420-ზე მეტი დამატებითი ოთახი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები