“ახალგაზრდა ბისნესმენთა ასოციაციამ” ატოცში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა

,,ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა შაქშაქეთის ბლოკსაგუშაგოსთან ბოლო პერიოდში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია გააპროტესტეს და ანტიოკუპაციური მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას”  აქტივისტებს საკვები და საველე პირობებისთვის განკუთვნილი ინვენტარი გადასცეს.
​როგორც “ახალგაზრდა ბიზნსესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, გიორგი ლოლუამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანი ოკუპაციის გაპროტესტება და “ძალა ერთობაშიას” აქტივისტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.
,,ჩვენი მთავარი მიზანია მხარი დავუჭიროდ ანტიოკუპაციური  მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” ბიჭებს, ადგილზე გავეცნოთ ვითარებას და კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის უკანონობა, რაც აქ ხდება. მინდა მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს ჩამოვიდეს აქ და დააფიქსიროს თავის პოზიცია. გარდა ამისა, “ანტიოკუპაციური მოძრაობის” წევრები ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავენ ჩვენს ტერიტორიებს, თითოეული ჩვენგანის ვალი, რომ მათ გვერდში დავუდგეთ და მივაწოდოთ საკვები თუ ყველა საჭირო პროდუქტი, რაც მათ სჭირდებათ “,- განაცხადა გიორგი ლოლუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები