ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად  მძღოლი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები