გურჯაანში ორსართულიანი სახლი დაიწვა – არის მსხვერპლი
კახეთში, გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია შენობა და საყოფაცხოვრებო ნივთები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროენერგიის გაუმართაობამ გამოიწვია.