პანკისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს “პატრიოტთა ალიანსის” წევრებიც შეუერთდნენ და მათ სპეციალური კითხვარი შეავსებინეს, სადაც ჰესის აშენებაზე თანხმობას ან უარს პირადი მონაცემების წარდგენით დააფიქსირებდნენ.
ირმა ინაშვილის თქმით, აღნიშნული წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება, რადგან მას საკითხის პარლამენტში დაყენება სურს.
​აქციის მონაწილეები 27 მეგავატი სიმძლავრის “სამყურისწყალი 2”-ის მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ და პერმანენტულად აქციებს მართავენ. მათი თქმით, ჰიდროელექტროსადგური ხეობისთვის როგორც ეკოლოგიურად, ასევე ჯანდაცვის კუთხით დამაზიანებელია. გარდა ამისა, პანკისელები შიშობენ, რომ მათ სასმელი და სარწყავი წყალი შეუწყდებათ.

კომპანია “ფერი”, რომელიც მშენებლობას ნოემბერში გეგმავს, მოსახლეობას ამ დრომდე არ შეხვედრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები