ხელისუფების წარმომადგენლები ე.წ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი , გორის მუნიციპალიტეტის მერთან კოტე თავზარაშვილთან და  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფლებში, ნადარბაზევი , წითელუბანი , ხურვალეთი და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლება, მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.

ოთხივე სოფელში პრიორიტეტულ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასმელი წყლის მიწოდება დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მიმდინარე წელს მოგვარების პირობა მისცეს.

“დღეს ვიყავით გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში. როდესაც ადგილზე ჩამოდიხარ და ნახულობ ვითარებას პრობლემებსაც აბსოლუტურად სხვა კუთხით აფასებ. პრობლემები არის , ამას არავინ უარყოფს ,თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვხედავთ იმასაც, რომ ბევრი გაკეთდა და კეთდება , განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს , რომელთა განხორციელებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ე. წ საზღვრისპირა სოფლებში. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ჩვენთვის კიდე უფრო სხვა დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც ამ ხალხს მინიმალური პრობლემები უნდა აწუხებდეს” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი თოთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები