თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

თელავის N17 საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ-გიორგი კალმახელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კალმახელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მიზეზად კი ოჯახური ვითარება და ქვეყნიდან წასვლა დაასახელა.

“მოგესალმებით ყველას, ოჯახური ვითარების გამო სამწუხაროდ დროებით ვტოვებ ქვეყანას, ქალაქს და ოლქს. არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ დროისათვის სხვაგვარად შეუძლებელია. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლს და კოლეგებს სამწლიანი თანამშრომლობისათვის.
ვისურვებ და ვიმედოვნებ, რომ მალე ისევ დაუბრუნდები ქვეყანას, ქალაქს და შევძლებ მის გვერდში დგომას”,-წერს კალმახელიძე.

თელავის N17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალმახელიძე  2016 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები