გურჯაანის მერმა კოლაგში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგში, სკოლის მიმდებარე უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებთან ერთად, დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 229 770 ლარით ფინანსდება და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ბილტმორი -2 ” ახორციელებს.