ხულოში საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “პოზიტიური და ეფექტური მშობლობა”, გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, ქალთა ოთახის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “პოზიტიური და ეფექტური მშობლობა”.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოწვეულმა მშობლებმა და პოტენციურმა მშობლებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა; როგორ ყალიბდება მშობლებსა და ბავშვს შორის პოზიტიური ურთიერთობა და რა მნიშვნელობა აქვს მას; მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და მისი მნიშვნელობა; რას ნიშნავს ეფექტური მშობლობა; როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ახალი ქცევები/უნარები;  როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პრობლემების გადაჭრა; დისციპლინის შემოტანა და მისი მნიშვნელობა; როგორ ვმართოთ რთული ქცევა; არის თუ არა დასჯა მიზანშეწონილი. შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე გაუძღვა.
აქტივობის მიზანია: პოზიტიური და ეფექტური მშობლობის უნარების განვითარება, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები