მარტვილში, “ქართულმა ოცნებამ” კიწის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რობერტ კაკულია წარადგინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კიწის მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა გუნდმა კანდიდატად რობერტ კაკულია წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რობერტ კაკულია კიწის თემში ამომრჩევლებს, „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ წარუდგინა.

“ბატონი რობერტი ადგილობრივია, ბიზნესითაა დაკავებული, აქვს გამოცდილება, როგორ მიეხმაროს ამ სოფელს და იცის სოფლის გასაჭირი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობას და მის განვითარებას. სწორედ ამიტომ ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან სოფელში არსებული პრობლემები და მიეხმარებიან თავიანთ თანასოფლელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს კანდიდატს აქტიურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები”,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის რობერტ კაკულიას განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში ყველა პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, მოაგვარებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოს შუალედური არჩევნები27 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები