დაბა თიანეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა
დაბა თიანეთში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მერის მოადგილე მარინა ხარხელაური, ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი ნინო ცომაია, პოეტი ტარიელ ხარხელაური, ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, აღსაზრდელები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 468 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს.