ტყიბულის სამ სოფელში წელს პირველად საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს

წელს პირველად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფლებში: გურნა, ჯვარისა, სოჩხეთი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მოეწყო, რომელიც ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდა და პატარებს ახალ გარემოში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიის დაწყება პირადად მიულოცა.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე კურსების საბავშვო ბაღში განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორპირის, ხრესილისა და ახალსოფლის საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას მოგვიანებით დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები