იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი რაულ ქირია იქნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის მრჩევლის პოზიციას ჟურნალისტი რაულ ქირია დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ რწმუნებულის პრესსამსახურშიც.
რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. ამ დრომდე ქირია ახალი ამბების სააგენტო Front News International-ის ხელმძღვანელობდა.