ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სათნოების სახლს ესტუმრნენ, სადაც ბენეფიციარები მოინახულეს, ხანდაზმულთა დღე მიულოცეს და ყვავილებით დაასაჩუქრეს. ზაზა მელიქიძემ მათთან ერთად სიმბოლურად ტორტიც გაჭრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლის ყველა ბენეფიციარი თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დღევანდელ სპექტაკლზე “იაკიში და პუპჩე” -ზე მიიწვია.

მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები