მზია გიორგობიანი: გვინდა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვამდე მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოვისმინოთ

აბაშაში მოსახლეობასთან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები, გრძელდება.
პროექტის “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  აბაშის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, წყემის, ტყვირისა და ქოლობანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი,
სამეგრელო ზემო – სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ფარცვანია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ირაკლი პერტენავა ესწრებოდნენ.
​როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა “კვირას” განუცხადა, აღნიშნული შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალი წლის ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვას ემსახურება.

“მოგეხსენებათ, მომავალი წლის ბიუჯეტის ვგეგმავთ და  იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ის პროექტები, დავგეგმოთ რომელიც უშუალოდ მოსახლეს სჭირდება და მოსახლეზე იქნება ორიენტირებული, გვინდა, რომ ეს ინფორმაცია სოფლის მოსახლეობისგან წამოვიღოთ, ძირითადი საკითხები, რაც ამ დასახლებებში გამოიკვეთა, ეს არის გაზიფიცირება, გარე განათების საკითხი, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, რომელიც მეტნაკლებად უკვე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების მიერ და ნაწილი განხორციელებულია”,- აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები